Sunday, September 27, 2009

გაკვეთილის გეგმა

36-ე საჯარო სკოლა

საგანი: ბიოლოგია

კლასი: IX კლასიპედაგოგი: მაია ჩხაიძე


გაკვეთილის მთავარი თემა:

სისხლის ჯგუფები

სწავლების საფეხური:

საბაზო საფეხური – 9 კლასი

მოსწავლეთა პროფილი:

23 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა:

მოსწავლე შეძლებს განასხვავოს სისხლის სხვადასხვა ჯგუფები.

განუვითარდეს:

1. ბუნებისმეტყველებისათვის საჭირო ელემენტარულ კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარჩვევებს.
2. თვითშეფასების და თვისთკონტროლის უნარი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები:

მიზანი:

1. შეძლოს გაარკვიოს რომელი სისხლის ჯგუფის გადსხმა შეიძლება კონკრეტული სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანისათვის და რატომ.
2. განუვითარდეთ ელემენტარული კვლევა ძიების უნარ-ჩვევები:
დაკვირვება, აღწერა, აღრიცხვა
კლასიფიცირება(ობიექტების და მოვლენების დაჯგუფება მათი მახასიათებლების მიხედვით)
განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა (მოსალოდნელი შედეგის თაობაზე ვარაუდის გამოთქმა)
დაგეგმვა (ქმედების თანმიმდევრობის განსაზღვრა)
ცდის ჩატარება (მეთოდიკის შეგროვება და ექსპერიმენტული მონაცემების შეგროვება)
მონაცემების ინტერპრეტირება (საკუთარი ან სხვის მიერ მიღებული მონაცემების ანალიზი, განზოგადება)

შედეგი:

ბუნება IX. 1. ახდენს დაკვირვებას ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს ოქმისა და სიმულაციური თამაშის (ისტ-ის მეშვეობით) სახით.

წინასწარი ცოდნა:

1.სისხლში შემავალი უჯრედების აგებულება და ფუნქციები.
2. ისტ-ის უნარ-ჩვევები.

შეფასების საგანი და პროცედურები:

1. ჩართულობა
2. მუშაობა წყვილებში

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:

1. IX კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელო
2. კომპიუტერი (13 ცალი)
3. პროექტორი
4. ინტერნეტი
5. პრინტერი
6. კომპიუტერული პროგრამა ( PowerPoint)

გაკვეთილის მსვლელობა/სასკოლო მენეჯმენტი:

1. გონებრივი იერიში - (5წთ.)
ინტერესის გამოწვევის მიზნით, თემაზე ფოკუსირებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი სვამს შეკითხვების სისხლის თემასთან დაკავშირებით.

2.პრეზენტაცია (მასწავლებლის მიერ) - (10წთ.)
მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ახსნა წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით.
სისხლის ჯგუფებთან დაკავშირებით, სახელმძღვანელოში მწირი ინფორმაციის გამო, პრეზენტაციაში შეტანილია დამატებით მოძიებული მასალა.
ახსნის დროს გამოყენებული ვიდეო მასალაც.

3. მუშაობა წყვილებში - (10წთ.)
მოსწავლეები დაყოფილია წყვილეად და განაწილებულები არიან კომპიუტერთან.
კომპიუტერში არსებული სიმულაციური თამაშის საშუალებით ახდენენ დაკვირვებას დაზარალებულ პაციენტზე, ადგენენ პაციენტის სისხლის ჯგუფს და რომელი სისხლის გადასხმა შეიძლება ამ კონკრეტულ სიტუაციაში.
ბოლოს კომპიუტერში ავსებენ ოქმს და ამობეჭდავენ.

4. პრეზენტაცია – (10 წთ.)
მოსწავლეები ახდენენ თავიანთი შექმნილი ოქმის პრეზენტაციას
მსჯელობენ მოცემული თემის ირგვლის და ოქმის შედგენის შესახებ.

5. გაკვეთილის შეჯამება - (5წთ.)
გაკვეთილის შეჯამების მიზნით მასწავლებელი კიდევ ერთხელ სვამს შეკითხვებს სისხლის ჯგუფებთან და გადასხმასთან დაკავშირებით.

6. შეფასება - (3წთ.)

7. საშინაო დავალების მიცემა - (2წთ)
მასწავლებელი საშინაო დავალებად აძლევს წინასწარ შედგენილ და დაბეჭდილ ამოცანებს სისხლის ჯგუფებთან დაკავშირებით.